საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს - რა პასუხი აქვს მმართველ გუნდს

2024-10-28 12:39:18+04:00

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ბრიფინგზე, რომელსაც ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას დღეს 19 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და ქვეყნის მომავალს ყველა ბერკეტის გამოყენებით დაიცავენ.