აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს

2024-10-28 09:19:18+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. ბლინკენი გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ. როგორც ის განმარტავს, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნების შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო. გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანიხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს.