უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - Palitra News

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2024-10-27 20:50:47+04:00

უკრაინაში რუსეთის ომს კიდე ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელიაა.

ქართველი მებრძოლის მამუკა კეკელიას დაღუპვის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში დაღუპული მებრძოლის მეგობრები ავრცელებენ.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.