ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 17:00 საათისთვის 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 17:00 საათისთვის 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი

2024-10-27 20:24:15+04:00

ცესკომ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 17:00 საათისთვის 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. რაც შეეხება დარჩენილ ერთ უბანს, ცესკოს განმარტებით, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია. ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.037% მიიღო. „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.164% მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.814 % აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.771%