ადამ კინზინგერი - საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა - დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან - სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე! - Palitra News

ადამ კინზინგერი - საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა - დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან - სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!

2024-10-27 16:39:14+04:00

როგორც ჩანს, საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა ხმების აშკარა გაყალბებით, - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

„დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!“ - წერს კინზინგერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.