ცესკოს მონაცემების მიხედვით არჩევნებში დამარცხებული 3 პოლიტიკური ძალა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ დღის ბოლოს საკუთარ სათქმელს ქვეყნის პრეზიდენტი თავად იტყვის. მისცემს თუ არა ლეგიტიმაციას არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. საკუთარი შეხედულება დღეს უკვე წარმოადგინა გიორგი გახარიამაც.