ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო პარტნიორები - მათი მხრიდან „ქართული ოცნების“ შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით კვლავ კრიტიკული განცხადებები გვესმის. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს წინასწარი შედეგის გამოცხადებამდე „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა მიულოცა, რასაც ასევე ევროპელ პოლიტიკოსთა კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, უნგრეთში რუსეთის მარიონეტმა ნათელი გახადა, თუ ვის მხარეს დგას “ქართული ოცნება”. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებით ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალება არ ექნება.