არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების პირველად შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. როგორც ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრები ამბობენ, ცესკოს შედეგები საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი. ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება“ უპრეცედენტო დარღვევებით, ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.