ცესკოს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა - Palitra News

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა

2024-10-26 21:44:56+04:00

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.