ტრადიციულად არჩევნების დღეს ცხელი წერტილი იყო მარნეული, სადაც არაერთ უბანზე ადგილი ჰქონდა ხმაურსა და ფიზიკურ დაპირისპირებას. 74-ე უბანზე ოპოზიციური პარტიის წევრებსა და უბანზე მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზად ქერიმოვი სცემეს. როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი ფიზიკურად გაუსწორდა. მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, აღნიშნულ უბანზე მამაკაცი, როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.