„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია - 10-მდე პირი პარტიის ოფისთან მივიდა და წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია - 10-მდე პირი პარტიის ოფისთან მივიდა და წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

2024-10-26 18:28:43+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაურია. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ინციდენტმა ამ დროისთვის პარტიის ოფისის ტერიტორიიდან კახეთის გზატკეცილისკენ გადაინაცვლა.