მარნეულის 74-ე უბანზე ოპოზიციური პარტიის წევრებსა და უბანზე მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზად ქერიმოვი. როგორც ოპოზიციონერი აცხადებს, მას მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი ფიზიკურად გაუსწორდა. ... მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც, არსებული ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრა შეჩერებულია. მდინარაძემ ამ ფაქტს „საბოტაჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის პირი, რომელიც კადრებში ჩანს არის „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი და, როგორც მდინარაძე ამბობს, ის ქვეყნის არევის გეგმაში მონაწილეობს. ამ ფაქტს გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა და თქვა რომ გამოძიება დაწყებულია.