სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში - Palitra News

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში

2024-10-26 13:40:03+04:00

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა.

კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.

ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშნულ კადრს იღებდა“, - წერს ლომჯარია.