არჩევნები ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გრძელდება. საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, საბოლოოდ, ქვეყნის განვითარების მიმართულება უნდა გადაწყდეს.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ხმა საქართველოს მისცა და ასევე განაცხადა, რომ დღეს სწორედ საქართველო.
საკუთარი არჩევანი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც დააფიქსირა.