საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ხმა საქართველოს მიცა, მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს და ამ გამარჯვებას მთელი საქართველო აღნიშნავს. გარდა ამისა, საკუთარი არჩევანი „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამაც დააფიქსირა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.