აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი დღევანდელ არჩევნებზე მისვლით და საკუთარი ხმის დაფიქსირებით ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები იმყოფებიან და ისინი არჩევნების პროცესს ადგილზე აქტიურ რეჟიმში აკვირდებიან.