ცენტრალური სააღჩევნო კომისიაში უკვე გაიმართა პირველი ბრიფინგი. საარჩევნო უბნები გაიხსნა და კენჭისყრა ოფიციალურად დაწყებულია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. იოსელიანის განცხადებით, „დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, სადაც საარჩევნო უბნები ყველგან გახსნილია.