გიორგი ვაშაძე - ხვალ ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს - მათგან განსხვავებით ჩვენ ოპოზიციის განადგურებას, გაუქმებას და ნიურნბერგის პროცესებს არ ვაპირებთ - Palitra News

გიორგი ვაშაძე - ხვალ ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს - მათგან განსხვავებით ჩვენ ოპოზიციის განადგურებას, გაუქმებას და ნიურნბერგის პროცესებს არ ვაპირებთ

2024-10-25 22:11:02+04:00

ხვალ ველოდები დიდ გამარჯვებას, ველოდები „ქართული ოცნების“ უპირობო მარცხს, ველოდები ივანიშვილის მოშორებას ამ ქვეყნის მმართველობიდან , - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.