ირაკლი კობახიძე - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს

2024-10-25 21:30:59+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონთან საერთო არაფერი აქვს. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღებულ კანონში მხოლოდ გამჭვირვალობაზეა საუბარი. პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც ისაუბრა. კობახიძის თქმით, ქვეყანას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ამასთან, 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს. პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.