ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის შემდეგ ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ - Palitra News

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის შემდეგ ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ

2024-10-25 21:25:22+04:00

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის შემდეგ ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსებმა კომენტარი გააკეთეს. როგორც პრემიერმა განაცხადა, შეხვედრა პოზიტიური ხასიათის იყო. მისი თქმით, შეხვედრის სასაუბრო თემას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და წინასაარჩევნო გარემო წარმოადგენდა. ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობები ნათელია ქვეყნის გარეთაც. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.