მთავრობამ ცესკოს ადმინისტრაციის შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, შესაძლოა, მთავრობას, გადაწყვეტილების მიღებისას, 2020 წლის არჩევნების შემდგომი გამოცდილებით ეხელმძღვანელა, რა დროსაც ინსტიტუციის შემოგარენში გარკვეული დემონსტრაციები ხორციელდებოდა.