საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს კიდევ ერთხელ აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების მოსყიდვისა და დაშინების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - მათივე შეფასებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. ქართულ ოცნებაში კი განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, ამის მტკიცებულებად კი ხელისუფლების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის დასკვნას მიიჩნევენ.