შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩები სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოებში ჩართული იყო სპეცტექნიკაც. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა. დავით ფაჩულიამ ინერტული ნარჩენების ობიექტზე ისაუბრა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ შეღავათიან ფასში განათავსონ სამშენებლო ნარჩენი.