ბოლო ერთი კვირაა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ. ისინი მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ ღიად მოუწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. პარტნიორების კრიტიკას ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ - ხელისუფლების ოპონენტები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. რას ამბობენ პარტნიორები საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.