სწორედ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შალვა პაპუაშვილმა ანგარიში წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ გარდა იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გადაცდომების შემთხვევებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გარე ძალების ჩარევაზეც გაამახვილა. პაპუაშვილის კრიტიკის ობიექტი დღეს ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გახდა. კიდევ რა გზავნილები ჰქონდა ქვეყნის პირველ კანონმდებელს.