საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეების მოსყიდვისა და დაშინების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - მათივე შეფასებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერები ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, ამის მტკიცებულებად კი ისინი ეუთო/ოდირის დასკვნას იშველიებენ. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები