ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

2024-10-25 15:38:27+04:00

ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. პრემიერმა აღნიშნა , რომ შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა. მისი თქმით, სხვადასხვა კითხვა იყო და ყველაფერზე პასუხი გასცა. კობახიძის განმარტებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პირადობების ჩამორთმევაზე კითხვა არ ყოფილა.