საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ - Palitra News

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ

2024-10-25 12:35:19+04:00

ბოლო ერთი კვირაა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოხლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ. ისინი მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ ღიად მოუწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. პარტნიორების კრიტიკას ქართულ ოპოზიციაში გამოეხმაურნენ - ხელისუფლების ოპონენტები პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. რას ამბობენ პარტნიორები საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.