საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან 100-მდე შეხვედრა ჩაატარა. ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრები ლოტკინის დასახლებაში, ზღვისუბანში, ცოტნე დადიანის, ბენდელიანისა და სააკაძის ქუჩებზე ჩატარდა. როგორც დელეგატმა აღნიშნა, ადგილობრივებთან ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების პრინციპულ მნიშვნელობაზე. ასევე, მოისმინეს მოქალაქეების საჭიროებები და მმართველი გუნდის 4-წლიანი პროგრამა გააცნეს.