შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს და სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.