"მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი - ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა." ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.