"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. საუბარია ფოთზე, სადაც ოპოზიციის თქმით, გადასატანი ყუთების სიაში ჯანმრთელი ადამიანები ეწერებიან. როგორც ფოთის საკრებულოს წევრი ანიტა ჯოჯუა ამბობს, გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში ჯანმრთელი ადამიანების ჩაწერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ის ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს დანაშაულში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.