ქართულმა ოცნებამ არჩევნებამდე 3 დღით ადრე თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ აქციაზე ათობით ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში მიკროავტობუსებითაც ჩამოვიდნენ. ღირსება, მშვიდობა, კეთილდღეობა - სწორედ ეს გზავნილები ჰქონდათ ქართული ოცნების ლიდერებს შემაჯამებელ შეხვედრაზე. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოქალაქეების ხელოვნურად მობილიზება ქართული ოცნების დაბალი რეიტინგის მკაფიო დასტურია.