საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციურ სპექტრში ისევ წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" მხრიდან დარღვევებსა და გადაცდომებზე საუბრობენ. თავად მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცენდენტოდ მშვიდია. ხელისუფლების წევრების მტკიცების პარალელურად, გუშინ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში 20-მდე პირი თავს დაესხა. როგორც გახარიას გუნდში ამბობენ , ლევან გოგიჩაიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან ზუსტად იმავე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი, რა მეთოდებითაც მას "ნაციონალური მოძრაობა" ებრძოდა. ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაშიც. საია-ს შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში წარიმართა.