ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ორივე [ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა] ძალიან დაფასებულია საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე. ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის დახურვის მუქარებს შეასრულებენ”, - წერს კელი.
თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლშიც ჩაატარა ჩხრეკა. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელმაც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.