აშშ-ის სენატის მიერ ინიცირებული ორპარტიული კანონპროექტი სახელწოდებით „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება. ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, კომისია ავრცელებს მორიგ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ შტატებმა უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი დემოკრატია დაიცვან. გარდა ამისა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს - ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და წინასაარჩევნო პროცესის გამო.