საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციაში კვლავ დაფიქსირებულ დარღვევებსა და გადაცდომებზე საუბრობენ. ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს ერთ-ერთ მეტროსადგურზე 20-მდე პირი თავს დაესხმა. როგორც გახარიას გუნდში ამბობენ, ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან ზუსტად ისეთივე მეთოდებით გახდა თავდასხმის მსხვერპლი, რა მეთოდებითაც მას „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა. რას აცხადებენ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარეები