როგორც ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს პარკირებისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა, უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილ ჯაიმებს ხუთჯერ გადააჭარვა. მხოლოდ დედაქლაქში და მხოლოდ ამ წლის 9 თვეში, პარკირების წესების დარღვევისთვის 13 მილიონ 600 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერეს. შარშან იგივე პერიოდში გამოწერილი ჯარიმების თანხობრივი ოდენობა დაახლოებით 400 ათასი ლარით ნაკლები იყო. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 172 მილიონ 717 ათასი ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში კი 158 მილიონ 491 ათასი ლარი. ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.