უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა - Palitra News

უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა

2024-10-24 13:53:32+04:00

უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, უბილეთო მგზავრობისთვის 2 მილიონ 574 ათას 958 ლარის ჯარიმა გამოიწერა, რაც მართალია დაახლოებით 234 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა დამეთანხმებით, რომ მაინც შთამბეჭდავი რიცხვია. გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ 9 თვის მონაცემებია და წლის ბოლომდე ჯარიმების რაოდენობა კიდევ გაიზრდება, შესაბამისად ამ დარღვევისთვის გამოწერილი ფინანსური სანქციებიც. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, გასულ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, უბილეთო მგზავრობისთვის 2 მილიონ 809 ათას 170 ლარის ჯარიმა დაიწერა. ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარის ოდენობით.