აშშ-ის ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება. ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, კომისია მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შტატებმა უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა მათ საკუთარი დემოკრატია დაიცვან. გარდა ამისა საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანიც აკრიტიკებს - სალივანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და წინასაარჩევნო პროცესის გამო.