"არასოდეს გამიშვა" - 62 წლის იაპონური წარმოშობის, ბრიტანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კაზუო იშიგუროს დისტოპიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2005 წელს გამომცემლობა Faber and Faber-ის მიერ დიდ ბრიტანეთში გამოიცა.ნაწარმოები წარმოადგენს ახალგაზრდა მთავარი გმირის, ქეით ჰ-ის, მემუარებს და მოიცავს სკოლა-ინტერნატში გატარებულ და ზრდასრულობის პერიოდს. წიგნში მოქმედება მეოცე საუკუნის დისტოპიურ ბრიტანეთში ვითარდება, როცა მიმდინარეობს მოსახლეობის კლონირება ცოცხალი დონორების შესაქმნელად, ორგანოების გადანერგვისთვის, ეს პროცესი კი ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან დაიწყო. ქეითი და მისი მეგობრები სწორედ ასეთივე დონორები არიან, ხოლო სანამ დონორებად იქცეოდნენ ისინი მეტ-ნაკლებად დიდხანს მუშაობდნენ „დამხმარედ“, ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ მათ ვინც უკვე გახდა დონორი.
სკოლის მასწავლებლები ბავშვებს უწყობენ ხელს შემოქმედებით აქტივობებში სხვადასხვა ფორმით, თუმცა ამის საბოლოო მიზანი მოსწავლეებისთვის უცნობია. ჰეილშემის უჩვეულოობა დამატებით ვლინდება ხშირი სამედიცინო გამოკვლევებით, თითქმის პარანოიული „მზურნველობით“ მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე და გარე სამყაროსგან იზოლაციით, მათ შორის მშობლების და, ზოგადად, მოსწავლეთა ნათესავებთან სრული არყოფნით. მიუხედავად ამისა, თავად მოსწავლეები ვერ ხედავენ პანსიონის უჩვეულოობას და იმ საფრთხეს რაც მათ ემუქრება.იშიგურო 1954 წლის 8 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნაგასაკში დაიბადა. მისი მამა, სიძუო იშიგურო ოკენოგრაფი იყო. იგი 1959 წელს ოკეანოგრაფიის ეროვნულ ინსტიტუტში კვლევით სამუშაოებზე მიიწვიეს, რისთვისაც ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში, სარის საგრაფოს ქალაქ გილდფორდში გადავიდა.თავდაპირველად იშიგუროს ოჯახი მხოლოდ ორი წლით აპირებდა ინგლისში დარჩენას, თუმცა სიძუო იშიგუროს კვლევითი პროექტის დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაგრძო, რის გამოც ოჯახი იაპონიაში აღარ დაბრუნდა.
კაზუო იშიგურო კენტის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1978 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიასა და ინგლისურ ენაში. შემდგომ წლებში მან სწავლა აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 1980 წელს ხელოვნების მაგისტრის ხარისხს დაეუფლა.
მწერალი სამშობლოში პირველად 1989 წელს დაბრუნდა, რა დროსაც იგი იაპონიის ფონდის მოკლევადიანი ვიზიტორთა პროგრამის მონაწილე გახდა. ამჟამად კი მწერალი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.
კაზუო იშიგურო ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია. მას დაწერილი აქვს 7 რომანი , არასოდეს გამიშვა მისი რიგით მე- 7 და ბოლო ნამუშევარია . წიგნმა გამოსვლისთანავე მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი. ბრიტანულმა გამომცემლობა "ფაბერ"-მა წიგნის მილიონიანი ტირაჟი მალევე გაყიდა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.