აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი აზრით, დონალდ ტრამპი არის არასტაბილური და თანამდებობისთვის შეუფერებელი პოლიტიკოსია. ჰარისის თქმით, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან თეთრ სახლში, ყველა „რესპუბლიკელი“, მისი ყოფილი შტაბის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრები და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ყველა საშიშს და შეუფერებელს უწოდებს მას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ის აბუჩად იგდებს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. CNN-თან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა მისი აზრით დონალდ ტრასმპი ფაშისტი, ჰარისმა დადებითი პასუხი გასცა.