უნგრეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა - დედაქალაქ ბუდაპეშტში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვდა - Palitra News

უნგრეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა - დედაქალაქ ბუდაპეშტში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვდა

2024-10-24 09:29:33+04:00

უნგრეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დედაქალაქ ბუდაპეშტში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვდა. საპროტესტო აქცია უნგრეთის ოპოზიციის ლიდერის, პიტერ მაგიარის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრია. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ვიქტორ ორბანი უნდა გადადგეს და ხელისუფლების სათავეში მისი 14-წლიანი ყოფნა უნდა დამთავრდეს.