საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ. საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის თქმით, საქართველოს, დამოუკიდებლობის ისტორიაში, „ქართული ოცნების“ მსგავსი-დასავლეთის მიმართ მტრულად განწყობილი ხელისუფლება არასოდეს ჰყოლია. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანიც აკრიტიკებს - სალივანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და წინასაარჩევნო პროცესის გამო. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა არ უკვირს ოპოზიციას, ისინი ფიქრობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ლოგიკური შედეგია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის გამო „ქართულ ოცნებას" პასუხისმგებლობის აღება 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოუწევს.