აშშ-ის ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება. ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილ დოკუმენტზე, კომისია მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შტატებმა უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა მათ საკუთარი დემოკრატია დაიცვან. მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით, ჰელსინკის კომისრებმა MEGOBARI აქტი წარმოადგინეს - ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას უჭერს მხარს.