„ედისონ რისერჩი“ - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 34% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 18%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 14%, „გახარია საქართველოსთვის - 11%, „ძლიერი საქართველო“ - 10% - Palitra News

„ედისონ რისერჩი“ - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 34% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 18%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 14%, „გახარია საქართველოსთვის - 11%, „ძლიერი საქართველო“ - 10%

2024-10-23 22:00:40+04:00

ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ ტვ „ფორმულას” დაკვეთით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გამოკითხვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%

კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%

გახარია - საქართველოსთვის - 11%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%

ლეიბორისტული პარტია - 5%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარტიები - 1%

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.