არჩევნებამდე ზუსტად 3 დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ - Palitra News

არჩევნებამდე ზუსტად 3 დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ

2024-10-23 20:42:53+04:00

არჩევნებამდე ზუსტად 3 დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ისევ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე ამახვილებენ. მმართველი გუნდის შეფასებით წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია, ოპოზიცია კი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირებული სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი.