„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში ჩავიდა - Palitra News

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში ჩავიდა

2024-10-23 14:48:54+04:00

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოლაპარაკებების მიზნით რუსეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე, მუსა აბუ მარზუკი მოსკოვში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

ცნობისთვის, გუშინ, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ყაზანში ჩავიდა.