ისრაელი ოფიციალურად ადასტურებს, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი ჰაშენ საფიედინი 4 ოქტომბერს, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. როგორც ქვეყნის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, საფიედინი 4 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფების დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად დაიღუპა. დარტყმა ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბბინაზე განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დარტყმის დროს შტაბბინაში „ჰეზბოლას“ დაზვერვის განყოფილების 25-ზე მეტი წევრი, მათ შორის რამდენიმე მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.