მიხეილ სარჯველაძემ, 65 დევნილ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა. სახლის გასაღებები, მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა. მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრმა, ახალი ბინები, ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსი შენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა.